ანსამბლი შილდა 15 ნოემბერს გორში კონცერტს გამართავს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხური საღამოები იმართება. 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს ანსამბლი შილდა. გაჟღერდება ქართული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები.

 

ანსამბლი შილდა, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველო

ანსამბლი შილდა შეიქმნა ღვინის კომპანია ,,შილდასა” და ფონდ ,,ქართული გალობის” ინიციატივით კახეთში 2017 წლის გაზაფხულზე. ანსამბლში მღერიან კახეთის სხვადასხვა რაიონის ნიჭიერი ახალგაზრდები. ანსამბლის ხელმძღვანელები არიან ბექა და გოჩა ბიძინაშვილები, რომლებმაც თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს.

ანსამბლის მთავარი მიმართულებაა კახური სიმღერის უცნობი ვარიანტების გაცოცხლება და მომავალი თაობისთვის გადაცემა. ანსამბლი წარმატებით გამოდის, როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის სახვადასხვა სცენებზე და მსმენელს აცნობს ქართულ ფოლკლორს.

 

ანსამბლი შილდა, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველო

შილდას გამოცემული აქვს ერთი აუდიო ალბომი, ამჟამად ანსამბლი მუშაობს მეორე ალბომზე, რომელშიც შევა მხოლოდ კახური სიმღერის უძველესი შილდური ვარიანტები.

პროექტი – ხალხური საღამოები – შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად