ანსამბლი შავნაბადა 19 ნოემბერს ხაშურში კონცერტს გამართავს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხური საღამოები იმართება. 19 ნოემბერს 17:00 საათზე ხაშურის სამუსიკო სკოლაში კონცერტს ანსამბლი შავნაბადა გამართავს.

ანსამბლ შავნაბადას რეპერტუარი მოიცავს, ქათულ-ხალხურ სასიმღერო, ინსტრუმენტულ და ქართულ საეკლესიო მუსიკას.
14 წლიანი არსებობის მანძილზე ანსამბლმა ცხრა აუდიო ალბომი გამოსცა. აქედან სამი ქართული ტრადიციული საგალობლების შემსწავლელ გამოცემას წარმოადგენს, რომელიც ქართული გალობის თვითმასწავლებელია და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მთელს საქართველოში უფასოდ ვრცელდება.

შავნაბადას მიერ საქართველოში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად არა ერთი მუსიკალური ნიმუშია აღდგენილი. პუბლიცისტური სამუშაოების შედეგად გამოცემული აქვს ბიოგრაფიული წიგნები, სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერის აუდიო ალბომები. რაიონულ სკოლებში ქართული გალობა-სიმღერის აღდგენის კუთხით აქტიურად მუშაობს. ხუთი წელია შავნაბადას საბავშვო ანსმაბლი ჰყავს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა ისწავლება.

ანსამბლი მსოფლიოს მრავალ ქალაქში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა.

პროექტი პროექტის მიზანია: ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა და ანსამბლების, როგორც რეგიონებიდან ასევე, თბილისიდან პოპულარიზაცია. ხალხური საღამოები – შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად