ანსამბლი “სახიობა” კონცერტს გამართავს

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“15 ივლისს, 20:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში,  ფოლკლორული ანსამბლი „სახიობა“ კონცერტს გამართავს. ღონისძიება #გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში იმართება და მასზე ხალხური სიმღერები, მრავალჟამიერი, ჩაკრულო და ა.შ.  შესრულდება ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით. 

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები და თექის ნიმუშები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად