ანსამბლი „რუსთავი“ საქართველოს რეგიონებში კონცერტებს გამართავს

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს. ინფორმაციას ანსამბლის პრესსამსახური ავრცელებს.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის განცხადებით, „რუსთავს“ 50 წლის იუბილე აქვს, რომლის ფარგლებშიც, საკონცერტო ტურნეები უცხოეთის გარდა, საქართველოშიც ჩატარდება.

საქართველოში კონცერტებზე დასწრება ყველასთვის უფასო იქნება. მსმენელის წინაშე მომღერლებთან ერთად, ანსამბლის დამფუძნებელი, მუსიკალური ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი წარსდგება, რომელიც ანსამბლის დაფუძნებისა და ქართული ფოლკლორის ისტორიის შესახებ ისაუბრებს.

პირველი კონცერტი 8 ივლისს 18.00 საათზე ახალქალაქის კუტურის სახლში გაიმართება. 9 ივლისს, 19.00 საათზე კონცერტი მესხეთის ახალციხის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება; 10 ივლისს 16.00 საათზე ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტს მსმენელი ცაგერის კულტურის სახლში მოისმენს; 11 ივლისს 19.00 საათზე კი, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...