ანსამბლი “მჭელი” ფოლკლორის ცენტრის ეზოში კონცერტს 26 აგვისტოს კონცერტს გამართავს

კამპანია “გაატარე ზაფხული საქართველოში”-ს ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 26 აგვისტოს ანსამბლი მჭელი კონცერტს გამართავს 1 საათის განმავლობაში ანსამბლი მსმენელის წინაშე ქართული ტრადიციული სიმღერებითა და საკრავებით წარდგება. კონცერტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ვიდეო-ფოტო კოლაჟებს საქართველოს ტურისტული რესურსის შესახებ.

ასევე, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია – ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექცია ,,ეს ჩემი საქართველოა” და თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის სასწავლებლის უნიკალური კოლექცია – XIX საუკუნის ქართული, ეროვნული სამოსი, ორიგინალი კოსტიუმის ანალოგები – ქალისა დამამაკაცის ქალაქური – თავადური, ხევსურული, აჭარული, თუშური ტრადიციული სამოსი (სამუზეუმე ექსპონატები), ასევე მათი გათანამედროვებული ვარიანტები, ნაქარგობის ნიმუშები, ტრადიციული მეთოდით დამუშავებული თექა, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსი.ანსამბლ მჭელის ისტორია 2010 წლიდან იწყება. თავდაპირველად ანსამბლში გოგონებიც და ბიჭებიც მღეროდნენ და ანსამბლს ,,უსახელაური’’ ერქვა, შემდეგ უკვე ,,შინაურები’’ ეწოდა. საბოლოოდ, 2011 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც ვაჟთა ანსამბლი და დაერქვა ,,მჭელი” (ვაჟთა მღერა – სულხან-საბა ორბელიანის ,,სიტყვის კონას” მიხედვით)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...