ანსამბლ “ქართული ხმების” დამფუძნებელი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა

"ქართული ხმების" დამფუძნებელი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. 

გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ანსამბლ "ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ "დიელოს" წევრი. 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში.

2014 წელს გია ჭიარაქაძეს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.  იყო სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. გია ჭირაქაძეს 2016 წლის 21 სექტემბერს, მის იუბილეზე ფილარმონიასთან ვარსკვლავი გაუხსნეს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად