ანსამბლ “ქართულ ხმებს” დაარსებიდან 25 წელი უსრულდება

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 19 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ანსამბლის სოლო კონცერტი გაიმართება.

ანსამბლს გამოცემული აქვს 7 აუდიო და სამი ვიდეო ალბომი. ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებზე დაჯილდოებულია არაერთი დიპლომით, სიგელითა და პრემიით. ანსამბლის რეპერტუარი მრავალფეროვანია, მასში შედის როგორც ქართული ფოლკლორი, ასევე ტრადიციული საესტრადო და საავტორო სიმღერები.

ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად