ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძე თავისუფალია

ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, თავისუფალია.

“ჩემი აზრის და მოსაზრების გამოთქმა, თურე ამ ქვეყანაში დასჯადი ყოფილა. ამის გამო პოლიციამ ჩემს მიმართ გამოიყენა ძალადობა. კონკრეტულად ანრი ოხანაშვილის მიმართა გამოთქმულმა ჩემმა პრეტენზიამ გამოიწვია ის რომ ჩემზე საქმე შეიკერა” – განაცხადა ვახტან რობაქიძემ “ფორმულასთან”.

ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის სასამართლომ ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, 2020 წლის 18 იანვარს  მას ბრალი დაუმძიმდა. ხულიგნობისა და მუქარის მუხლით მიმდინარეობს მის წინააღმდეგ გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, პარტია “ლელოს” წევრმა ანრი ოხანაშვილს და მის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში რამდენიმე დღის წინ მიაყენა. თავად დეპუტატის განცხადებით, რობაქიძე მას და მის ოჯახს ემუქრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად