ანრი ოხანაშვილი: ზაზა გახელაძის გათავისუფლება მნიშვნელოვანი წარმატებაა

„ყველას გილოცავთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ვულოცავ ოჯახს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მის მიერ გაწეული ძალიან დიდი შრომისთვის, ყველა უწყებას – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინსიტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, პარლამენტის წევრები, თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები ყველა ფორმატში იყენებდნენ შესაძლებლობას და მაქსიმალურად მოითხოვდნენ, რომ ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო.

ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს პროცესში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

„მოლაპარაკებები ძალიან საჭირო და ეფექტიანი მექანიზმია იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა გავატაროთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ აბსოლუტურად ყველგან. მადლობა ამ ოჯახს მოთმინებისთვის და რაც მთავარია, ისინი გრძნობდნენ სახელმწიფოს თანადგომას. ჩვენი ორი მოქალაქე ჯერ კიდევ რჩება უკანო ტყვეობაში და მათ ოჯახებსაც მივმართავ, სახელწმიფო იქნება თქვენ გვერდით, არასოდეს მიგატოვებთ და შედეგი იქნება წარმატებული და ყველა პირი, რომელიც უკანონო ტყვეობაშია გათავისუფლებული იქნება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...