ანრი ოხანაშვილი: “შეწყალების საქმეზე:” ჩემი სურვილია, რომ კონკრეტული შედეგები დადგეს გონივრულ ფარგლებში

“​გამოძიება დაიწო ამასთან დაკავშირებით. გამოძიებამ უნდა იმუშაოს და თუკი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, უმკაცრესი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ პირებთან თუ პირებთან მიმართებაში, ვინც შესაძლებელია რაიმე ფორმით მოახდინა ამ ქმედების დანაშაულებრივ ქმედებად გარდაქმნა. წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ჩემი სურვილია, რომ კონკრეტული შედეგები დადგეს გონივრულ ფარგლებში, რაც შეიძლება მალე.”

ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი​ ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საკითხს ეხება.

შეგახსენებთ: 20 სექტემბერს, გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად