ოხანაშვილი სამნიძე- დეკანოიძეს: ყველაფერზე წამსვლელები ხართ – პარადოქსია, ძალადობრივად შემოიჭრნენ პლენრულ დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში

“თუ ვინმე აუდიტორიაში შესაშვები არ არის, ხართ თქვენ, იმიტომ რომ ადამიანის უფლებებზე წარმოდგენა არ გაქვთ და მოწადინებული ხართ რევოლუციისთვის. თქვენ ამას ვერ მიიღებთ. ჩვენ არ ვკადრულობთ რომ სტუდენტების მეშვეობით მოგიწყოთ აქციები და ვინმეს მივაყენოთ შეურაცყოფა და თვქენ ყველაფერზე წამსვლელები ხართ. თქვი დაანებეთ სოციალურ ქსელში იმ აქტივობას, რომ ვიღაცას ლექციაზე შესვლის მორალური უფლება არა აქვს. შალვა პაპუაშვილსაც აქვს მორალური უფლება, სამართლებრივიც, მეც და ყველა ჩვენგანს. თქვენ არა გაქვთ, მაგრამ არ ვიკადრებთ რომ სტუდენტების სახელით გელაპარაკოთ”.

ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს: ხათუნა სამნიძეს და ხატია დეკანოიძეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ისიმი “ქართული ოცნების” დეპუტატის შალვა პაპუაშვილისა და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც წინა რიგგარეშე სხდომაზე ქალი დეპუტატების მიმართ “ძალა გამოიყენა.”

“პარალელურ სამყაროში უნდათ რომ გვაცხოვრონ და ჩვენი საზოგადოება აცხოვრონ პარალელურ სამყაროში. იმას კი არ ამბობენ, რომ პლენარულ სხდომაზე შეჭრა არის ძალადობა. რომელი კოლეგის საქციელი დაგმეთ ქ-ნო ხატია და ქ-ნო ხათუნა? პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მანდატურებზე რომ ძალადობდა, ადექით ახლა და დაგმეთ და დავიჯერებ თქვენ სიმართლეს. ძალიან კარგად იცით, პლენარულ სხდომაზე რომ შემოიჭერით, ეს თურმე ყოფილა დემოკრატია და პლენრული სხდომის პიკეტირება ყოფილა სწორი. როგორ მივიღო თქვნგან რაიმე მორალზე ან სამართლებრივ საკითხზე შეფასება, რომ პარლამენტში შეჭრას ამართლებდით, ზვიად გამსახურდიას სახელობის პლენარულ სხდომათა დარბაზში შემოიჭერით და აქეთ ადანაშაულობთ… პარადოქსია ხალხო, ძალადობრივად შემოიჭრნენ პლენარულ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში. ცოტა სიტყვები გააკონტროლეთ, სტუდენტებით სპეკულირებას თავი დაანებეთ და ნუ ბედავთ იმდენს, რომ სოციალურ ქსელში ცდოლობთ, შალვა პაპუაშვილი იქნება, მე ვიქნები თუ ჩვენი სხვა კოლეგა, ამას აუდიტორიაში რა უნდა. თუ ვინმე აუდიტორიაში შესაშვები არ არის, ხართ თქვენ, იმიტომ რომ ადამიანის უფლებებზე წარმოდგენა არ გაქვთ და მოწადინებული ხართ რევოლუციისთვის. თქვენ ამას ვერ მიიღებთ. ჩვენ არ ვკადრულობთ რომ სტუდენტების მეშვეობით მოგიწყოთ აქციები და ვინმეს მივაყენოთ შეურაცხყოფა და თქვენ ყველაფერზე წამსვლელები ხართ. თქვი დაანებეთ სოციალურ ქსელში იმ აქტივობას, რომ ვიღაცას ლექციაზე შესვლის მორალური უფლება არა აქვს. შალვა პაპუაშვილსაც აქვს მორალური უფლება, სამართლებრივიც, მეც და ყველა ჩვენგანს. თქვენ არა გაქვთ, მაგრამ არ ვიკადრებთ რომ სტუდენტების სახელით გელაპარაკოთ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...