ანრი ოხანაშვილი: ყველაფერს საზოგადოება შეაფასებს და განსჯის

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს პატრიარქს საზოგადოების მხრიდან.

“მგონია, რომ საზოგადოება შეაფასებს და განსჯის მსგავსი ქმედებების განმახორციელებელ პირს, იქნება ეს სასულიერო თუ სხვა პირი. ვფიქრობ, საზოგადოების დამოკიდებულება უკვე ცნობილია თქვენთვის, თუ რამდენად დიდია მხარდაჭერა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებაში. შესაბამისად, ყველაფერს საზოგადოება განსჯის”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ: პატრიარქის მიმართ, მეუფე პეტრეს მიერ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, 3 ნოემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, პირველი წირვა ჩაატარა, სადაც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი უწმინდესისა და უნეტარესის პატივიცემის ნიშნად, ტაძარში შეიკრიბა.

ხალხმრავლობის გამო, საზოგადოებამ ტაძრის გარეთ გადაინაცვლა. სასულიერო პირებმა წყლის კურთხევა სამების საკათედრო ტაძრის გარეთ ჩაატარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად