ანრი ოხანაშვილი: პარლამენტის შენობაში იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია და ვერ ვპოულობთ

„დიაგნოზი არის შემდეგი – იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია პარლამენტის შენობაში და ვერ ვპოულობთ, ეს არის სამარცხვინო ფაქტი, ოპოზიცია, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში სიცრუეში და ტყუილში აცხოვრებდა ჩვენ საზოგადოებას.” – ასე მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ ანდრი ოხანაშვილმა.

“ჩვენ უნდა ვუთხრათ როგორც ჩვენს, ასევე მათ ამომრჩევლებს, ბატონებო, იძებნებიან ოპოზიციური, რადიკალური ჯგუფები და ვერ ვპოულობთ პარლამენტის შენობაში. აი ეს არის დღევანდელი დღის შედეგი, ეს არის სრული ლუსტრაცია და კაპიტულაცია ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან მთელი 9 თვის განმავლობაში ეს ხალხი გაიძახოდა საჯარო დებატებზე. იქიდან, როდესაც ისინი საჯარო დებატებიდან გაიქცნენ, უკვე დღეს, როცა საგამოძიებო კომისიის დასკვნას ვიხილავთ, გასულია დაახლოებით 8-9 თვე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ელემენტალური კონტრარგუმეტიც კი ვერ წარმოადგინეს, რომ იქნებადა ბატონმა გივი მიქანაძემ რამე არასწორი ინფორმაცია ჩაწერა დასკვნის ტექსტში.

ამიტომ, ეს ჯგუფები არიან მხილებული საბოტაჟში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მისი 2020 წლის რეზოლუციით ჯერ კიდევ იანვრის თვეში ამხილა საბოტაჟში და მათ მოუწოდა, დაეკავებინათ პარლამენტში მათთვის განკუთვნილი ადგილები, თავი დაენებებინათ საპარლამენტო დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, შესაბამისად ჯერ კიდევ მაშინ მოხდა მათი მხილება და დღეს საბოლოოდ მოხდა მათი ლუსტრაცია. დღეს აქ გაფორმდა ამ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების სრული კაპიტულაცია. ელემენტარული, ერთი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს, თუ რას ეყრდნობოდა მათი პოზიციები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...