ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: მათი რეალური მიზანი და ზრახვა არის ხელისუფლების დამხობა

“ყველა მათი განცხადება და ყველა მათი გამოხატულება აზრისა თუ ქმედების, არის საბაბი, რომ პროცესები გაიწელოს, იმიტაცია შეიქმნას, რომ თითქოს რაღაცას აპროტესტებენ. თუმცა, მათი რეალური მიზანი და ზრახვა არის ხელისუფლების დამხობა”. – ​ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამოსავალი მიზანია ხელისუფლების დამხობა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა და ქართული სახელმწიფოს გაჩერება.

“ერთ შემთხვევაში საბაბად გამოიყენეს გავრილოვის შემთხვევა, ახლა საბაბად იყენებენ საარჩევნო სისტემის შემთხვევას და თქვენ ნუ დაიჯერებთ, რომ მათ მართლაც სურთ რომელიმე საარჩევნო მოდელის შემოტანა. ეს არის საბაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოემზადებოდნენ იმ საარჩევნო სისტემის ფარგლებში, რომელიც გვაქვს და რომლის ფარგლებშიც შეცვლილა ხელისუფლება.

ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს დემოკრატიული საარჩევნო მოდელი არ არის. ძალიან კარგად გაიშიფრნენ, რომ მათი შემოთავაზებული მოდელი კონსტიტუციასთან იყო წინააღმდეგობაში. შემდგომ შეცვალეს და დაიწყეს გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვერსიაზე საუბარი, შემდგომ დაიწყეს ქართულ მოდელზე საუბარი და რეალურად მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოდელი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საბაბი რომ დრო გაიწელოს და პროცესი გადავიდეს ქუჩაში.

ესეც მანიპულაციაა, რომ როდესაც ყველა გონიერი იურისტი თანხმდება, რომ ეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ამაზე მიმართო საერთაშორისო ორგანიზაციას და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენო თავი. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძალიან კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაქვს, პრობლემა კი არ გვაქვს ვინმესთან მიმართვის.” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად