ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: რატომ გამოგიტანათ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი, რომ მსჯავრდებულებს უმისამართოდ ესროდით?!

„თქვენი ყალბი პათოსი და ფარისევლობა ჩვენ ყველამ ვიხილეთ. თქვენი გამოსვლები განმსჭვალული იყო იმით, თუ რომ მაგრები იყავით და მაგარ სახელმწიფოს აშენებდით, ზრუნავდით ჩვენს მოქალაქეებზე. თუ ასეთი მაგრები იყავით რატომ გადაგირჩიათ ქართულმა საზოგადოებამ?! რატომ გამოგიტანათ განაჩენი და რატომ არის ეს განაჩენი კანონიერ ძალაში?! ნება მომეცით ფაქტებზე დაყრდნობით გამხილოთ ამ პოლიტიკურ ფარისევლობაში“.

აღნიშნული კითხვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

როგორც მან აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლები გაჯერებული იყო პათოსით – რომ ისინი ზრუნავდნენ ადამიანებზე, ბავშვებზე. ამ კონტექსტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მათ წარსული შეახსენა.

„თქვენ ის ხელისუფლება ხომ არ იყავით, რომლებმაც 2012 წლამდე 12 წელზე დასწიეთ სანქცია და ბავშვების შეყრას ითხოვდით ციხეებში. თქვენ ის ხალხი ხომ არ ხართ,  2008 წელს 381 თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანი რომ გყავდათ ციხეებში?! 2009 წელს გყავდათ 272 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული არასრულწლოვანი, 2010 წელს – 296. ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2019 წელს 66-მდე თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანია. ეს არის ჩვენს შორის სხვაობა. დამეთანხმებით, რომ სასჯელაღსრულებაში მყოფ პირებზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. რატომ არ იზრუნეთ ციხის ბუნტის დროს მსჯავრდებულებზე?! რატომ გამოგიტანათ სტრასბურგის სასამართლომ განაჩენი, რომ მსჯავრდებულებს უმისამართოდ ესროდით?!“ – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად