ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებულები თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს

ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე .

„როგორც ჩანს, თქვენ შეკვეთების როტორიკას არ ცვლით. ბატონი მერაბიშვილი რას უკვეთავდა და რას იღებდით, ესეც კარგად ვიცით. თუ ამ რიტორიკით გააგრძელებთ და როგორც ჩანს, სვლას აგრძელებთ, კიდევ დიდხანს დარჩება ეს განაჩენი ძალაში. რაც შეეხება გალაწუნებას, რომელიც ახსენეთ, მე თქვენ ამას არ გაკადრებთ, თუმცა პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებულები თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს. გუშინ გამობრძანდით და არაკონსტიტუციურობაზე ისაუბრეთ, საღამოს კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს. თქვენმა კოლეგა, თინა ბოკუჩავამ ამას მხარი არ დაუჭირა. ჩამოყალიბდით, ხომ არ გაემიჯნეთ ერთმანეთს, სხვადასხვა პოზიციებს ხომ არ აფიქსირებთ, რომ ჩვენ და ჩვენმა საზოგადოებამაც იცოდეს. ასე, რომ პოლიტიკურად გალაწუნებულები ვინ დადიხართ, აქედანაც ჩანს. გირჩევთ, ამ ტერმინოლოგიით არ ისაუბროთ. თუ ქუჩაში გინდათ, გავიდეთ და აზრი საზოგადოებას ვკითხოთ. გთავაზობთ გავიაროთ ქუჩაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაწყნარება მოგვიწევს იმისთვის, რომ რეაქციები არ ჰქონდეთ თქვენს ასეთ უტაქტო გამონათქვამებზე“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ: ახალი კანონპროექტით მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტის თანახმად, ამ შემზღუდავი ღონიძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად