ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია არჩევნების წინა დღეებში პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 19 მაისის ხელისუფლება დემოკრატიულობის კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებს.

ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა ზუგდიდის მერის არჩევნებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია და განსაკუთრებით, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით ცდილობს პროცესის დისკრედიტაციას.

“ოპოზიცია, განსაკუთრებით კი, “ნაციონალური მოძრაობა”, არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით აქტიურდება და პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. თუმცა, როგორც არაერთხელ, ამ არჩევნებზეც, ხელისუფლება დაამტკიცებს და კიდევ ერთ დემოკრატიულობის ტესტს ჩააბარებს, რომ ჩვენ არჩევნების მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველვყოფთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...