ოხანაშვილი:”ნაციონალური მოძრაობა” პროვოცირების რეჟიმზეა გადასული, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯოამრე ანრი ოხანაშვილმ ა”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” წევრებსთვის  ბრალი წარდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ ყველა ვადევნებდით თვალ-ყურს, როგორი პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობდა ეს სხდომა. ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული შედეგი დადგა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და პროკურატურა რა რეაგირებას განახორციელებს, ეს მათი კომპეტენციაა. ხედავენ ისინი დანაშაულის ნიშნებს თუ ვერ ხედავენ, ეს მათი კომპეტენციაა, მათ უნდა იმსჯელონ, მე დამატებით შეფასებას ვერ გავაკეთებ. “ნაციონალური მოძრაობა” პროვოცირების რეჟიმზეა გადასული, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მოაწყოს პროვოკაციები და ამასთან დაკავშირებით, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს,”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსნებეთ: ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.მუხლი, რომლითაც გამოძიებაა დაწყებული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ასევე თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

დღესვე, პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული ლევან ხაბეიშვილიც. წინასწარ ცნობილია, რომ მისი კიდევ ერთხელ დაბარება უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ზარქუას ჩვენებას უკავშირდება, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის წევრი თავდასხმაში დაადანაშაულა. არ არის გამორიცხული, რომ საგამოძიებო ნაწილში ბრალი “ნაციონალური მოძრაობის” წევრსაც წარედგინოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად