ანრი ოხანაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის ჩატარებას დღეს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის ჩატარებას დღეს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

მისი განცხადებით, დღეს დასრულდება მოსამართლეობის მსურველი 20 კანდიდატიდან ბოლო მათგანის მოსმენა, კენჭისყრის პროცედურამდე მას დაგეგმილი აქვს კონსულტაციების გამართვა კომიტეტის საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე უფრაქციო კომიტეტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„მე რომელიმე კანდიდატის შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებ, ვინაიდან ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ, ჩვენ გვექნება მსჯელობა. ჩვენი ამოცანაა, რომ კენჭისყრებთან დაკავშირებით არ ვიჩქაროთ. თეორიულად ჩვენ შეგვეძლო დღეს კენჭისყრის პროცედურა დაგვეწყო. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენ კიდევ გავმართოთ კონსულტაციები, მათ შორის პოლიტიკური.

დღეს კენჭისყრების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. ასევე ვფიქრობ, რომ კენჭისყრებთან დაკავშირებით არც მომდევნო კვირას უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ვფიქრობთ, კონსულტაციები მომდევნო კვირასაც განვაგრძოთ. პირადად ვგეგმავ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მომდევნო კვირის დასაწყისში. დღეს ვგეგმავ, რომ შევხვდე კომიტეტის ყველა წევრს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის თუ უფრაქციო პარლამენტის წევრებს. მათთან ერთად ვიმსჯელო და გავიაროთ კონსულტაციები ამ პროცესთან და კენჭისყრის დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალსიტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ: პარლამენტში დღეს სრულდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილი უვადო მოსმაართლეობის კანდიდატთა მოსმენა. 

23 სექტემბრიდან პარლამენტი უზენენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. დღეს ბოლო, 20-ე კანდიდატის მოსმენა იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად