ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: სადამდე გააგრძელებს ასეთი პოლიტიკური სისულელეებით საუბარს?!

“მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს საქართველოს პრემიერობა, მაგრამ მის პოლიტიკურ სისულელეებს რეალიზება არ უწერია”.

ასე აფასებს პალამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით რეაგირება, სავარაუდოდ ექნება.

„მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს ეს, რადგან ამ პოლიტიკურ სისულელეებს არანაირი რეალიზება არ ექნება. შესამაბისად, საზოგადოება იღებს გადაწყვეტლებას, როგორც კონკრეტულ პირებთან, ასევე კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. ამ ადამიანს ჰგონია, რაიმე სერიოზულს საუბრობს, თუმცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰყავს მხილებული, რომ არის კირიმინალური მენტალიტეტის მქონე. ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია. ვფიქრობ, ზოგადად მისი პოლიტიკური დღეები უკრაინაშიც მალე დაიწყებს დათვლას, სადამდე გააგრძელებს ასეთი პოლიტიკური სისულელეებით საუბარს?! არ მგონია და წარმოუდგენელია, კანონმდებლობა კრძალავდეს უცხო ქვეყნის საარჩევნო საკითხებში ჩარევას და უკრაინის ხელისუფლებას მოსწონდეს, რომ თუნდაც რაღაც გამოგონილ თანამდებობაზე მყოფი პირი ერევა საქართველოს საქმიანობაში. მგონია, რომ ამ საკითხზეც იქნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს კრიმინალური რეპუტაციისა და ავტორიტეტის მქონე პირების რამე ფორმით ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად