ანრი ოხანაშვილი: კონსტიტუციასა და ახალ რეგლამენტზე ვიმსჯელეთ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე ახალ კონსტიტუციასა და რეგლამეტზე იმსჯელეს.

პარლამენტში უმრავლესობისს სხდომა, დეპუტატების ნაწილმა უკვე დატოვა. ანრი ოხანაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა, ახალ კონსტიტუციაზე და რეგლამეტზე ისაუბრეს.

“მსჯელობის ძირითადი საგანი იყო საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ამოქმედდება ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე და ასევე ვისაუბრეთ ახალ რეგლამენტზე, რომელიც მალე ამოქმდდება. ასევე იყო სხვა საკითხებიც, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ ეს იყო. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს არ გვიმსჯელია,”- აცხადებს ოხანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად