ანრი ოხანაშვილი: კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინანსებას

„როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი და დაავალა შესაბამის პოლიტიკურ პარტიას შესაბამისი ინტერესების წარმომადგენლობის განხორციელება, რაც არის დემოკრატიის პრინციპის მთავარი ფუნდამენტი, თუკი პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას, უგულებელყოფს დემოკრატიის პრონციპს და საბოტაჟს უცხადებს როგორც ამომრჩეველს, ასევე დემოკრატიის პრინციპს და პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“.

განაცხადა იურისიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვაზე.

მისი თქმით, კანონპროექტი არ ეხება დღედე წარმოშობილ ურთიერთობებს.

„აქ შეიძლება დაისვას კითხვა, რამდენად ვანიჭებთ კანონპროექტით უკუძალას იმ წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე არსებობდა. დღეს, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც განაცხადი შეიტანა ცესკო-ში და მოიპოვა დაფინანსება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და წარმოდგენილი კანონპროექტითაც არ არის გათვალისწინებული დეკემბრის თვეში ან მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინანსებას. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის ვუწყვეტთ, თუმცა საუბარი იქნება, თუ რამდენად მიზნობრივი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯოს თანხა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, გრძელვადიან დემოკრატიულ პერსპექტივაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველსმ დემოკრატიულ პრინციპებს და საკონსტიტუციო ორგანოს – პარლამენტს“, – განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...