ანრი ოხანაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს ლიდერობა არ აკლია

ასე პასუხობს მე-10 მოწვევის პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დღეს გაკეთებულ განცხადებას

“მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ აკლია არანაირი ლიდერობა. ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების რჩევას, რა თქმა უნდა, ვიღებთ, თუმცა ეს არის ქალბატონი ელჩის სუბიექტური და პერსონალური შეფასება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ ხელი ძალადობას.
„ველოდებოდით, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, ის მთავარ როლს შეასრულებდა სიტუაციის დაწყნარებაში და დაგმობდა ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების მიმართ. ამიტომ, სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“. – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას, რომელთა მიზანი ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანაა.

„დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარები
იტვირთება...