ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიაზე: ჭორაობაში ვერავის ავყვები

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხი შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს კვლევის საგანია.

როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ შესაბამის ორგანოსთან უნდა ითანამშრომლოს და გვარები თავად დაასახელოს.

“ჭორაობაში ვერავის ავყვები. შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ პასუხი უნდა აგოს. როცა საქმე ასეთ დანაშაულთან გვაქვს, გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. გამოძიება ოპერატიულად წარიმართა, შესაბამისი პირები პასუხისგებაში არიან მიცემული და გამოძიება გრძელდება. რა დროში და რა შედეგს დადებენ, ეს კონკრეტული ორგანოს კომპეტენციაა. იმედი მაქვს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების საქმის გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ საქმეში იპოვა რამდენიმე საინტერესო  გვარი, რომელიც ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად