A1 ბანერი

ანრი ოხანაშვილი: ეკა ბესელია მომსახურების ზონიდან გასულია

“ეკა ბესელია მომსახურების ზონიდან გასულია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიას ერთ-ერთ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკა ბესელიას კითხვა უკავშირდებოდა იმას, თუ რატომ არის მოსამართლეების საკითხზე უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.

„საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ავტორი არის პარალმენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ბესელიას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს ოთახად, ამიტომ აქ ვამთავრებ მასთან პასუხების გაცემას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...