ანრი ოხანაშვილი: ე.წ. ოპოზიციამ ცინიზმის საოცარ პიკს მიაღწია

“ბოდიშსაც არ იხდიან იმ საზოგადოების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, ვინც დაზიანდნენ რუსთაველის გამზირზე”,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების შეფასებისას განაცხადა,

“ცინიზმის საოცარ პიკს მიაღწია ე.წ. ოპოზიციამ. ეს ადამიანები არათუ გმობენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რაც 20 ივნისს პარლამენტის შეჭრის დროს ხორციელდებოდა, არამედ, ბოდიშსაც არ იხდიან იმ საზოგადოების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, ვინც დაზიანდნენ რუსთაველის გამზირზე…. ისინი ცინიზმით, ირონიით და პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევიან”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...