ანრი ოხანაშვილი: დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არის აღმოჩენილი მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები

მმართველი გუნდის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” პასუხისმგებლიანი ძალაა, რომელსაც ქართველმა ხალხმა მანდატი მიანიჭა.

მისი თქმით, სწორედ ხალხმა გადაწყვიტა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დააკომპლექტოს ხელისუფლება.

“ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ძალა, მმართველი პარტია, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა დააკომპლექტოს “ქართულმა ოცნებამ”. იმ ფონზე, როდესაც პანდემიის დროს არის გამოწვევა და საჭიროა ამ სიტუაციის მართვა, ქართველი ხალხი და ამომრჩეველი ენდო “ქართულ ოცნებას”. შესაბამისად, საუბარი იმასთან მიმართებაში, რომ აქ არის პოლიტიკური კრიზისი, რომელ პოლიტიკური კრიზისზე ვსაუბრობთ “ქართული ოცნების” კონტექსტში მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავაბარეთ ტესტი დემოკრატიულობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორობის წინაშე, ჩვენ ჩავაბარეთ ტესტი დემოკრატიულობაში ჩვენი ამომრჩევლის და ჩვენი ხალხის წინაშე და მათ შორის ტესტი ოპონენტებთან მიმართებაში.

დღეს კრიზისული სიტუაცია უდგას ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს. დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობაში არის აღმოჩენილი მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები. არიან ახალგაზრდა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან ბულინგის ქვეშ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ვინაიდან, თუ გაბედავენ ისინი და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს დააყენებენ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესზე მაღლა, ისინი ასოცირდებიან, თითქოს გარიგდნენ ვინმესთან,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად