ანრი ოხანაშვილი: დესტრუქციულ ჯგუფებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საბოლოოდ დაესმევათ წერტილი

„გამოიკვეთა, როცა ადამიანი სიმართლეს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, როგორი მიუღებლობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ განსხვავებული აზრის მიმართ. აქ იკვეთება მათი „პროდასავლურობა“. მათ სძულთ განსხვავებული აზრი”.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განსხვავებული აზრი მიუღებელია.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა მოწოდებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია.

„ამ ოპოზიციური ჯგუფის კიდევ ერთი ლუსტრაციაა, როცა ელჩს უწუნებ დიპლომატობას, ევროკავშირის წამყვან ქვეყანას, გერმანიას, გერმანელ ხალხს და მის წარმომადგენელს აყენებ შეურაცხყოფას, რადგან შენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი.

საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა მოწოდებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა, რომ დაუშვებელი და მიუღებელია მსგავსი საქციელი, რომელიც არც ეთიკურობაში ჯდება და მიუღებელია, როცა ამ ტონით ესაუბრები სტრატეგიული ქვეყნის წარმომადგენელს.

ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საბოლოოდ დაესმევათ წერტილი, მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს ფარდის ახდა მათი ე.წ. პროდასავლურობის. წარმოუდგენელია, ერთი მხრივ, საუბრობდე, რომ ხარ პროდასავლური ღირებულებების მიმდევარი, ძვირფასია განსხვავებული აზრი და მეორე მხრივ, დიპლომატს თავს ესხმოდე იმისთვის, რომ განსხვავებული და მართალი აზრი არის შენთვის მიუღებელი.

ეს დაადასტურეს საერთაშორისო პარტნიორებმა და კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა“ ამხილეს იმაში, რომ მათი ეს ქცევა სრულიად მიუღებელია, არანაირ ეთიკასა და მორალში არ ჯდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად