ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ჩვენი ინტერესის საგანი არ არის ვინმე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ეს კანონის საქმეა

„მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და არ სჭირდება დამატებითი ხაზგასმა ამასთან დაკავშირებით. აქ არის სახელმწიფოებრიობის საკითხი, როდესაც კანონმდებლობა ავალდებულებს კონკრეტულ ორგანოს, რომ თუკი აღმოჩნდება ახალი გარემოება, ამ გარემოების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ამიტომ, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის ვინმე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ეს არის კანონის საქმე, კანონმა უნდა განსაზღვროს ვის მიუძღვის ბრალი, როგორ მიუძღვის და ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემამ“.

განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა და განმარტა, რომ დავით გარეჯის თემის პოლიტიზირება არასახელმწიფოებრივი საქციელი და არასახელმწიფოებრივი პოზიციაა.

„ქართული ოცნების“ გუნდი მაქსიმალური დიპლომატიით, მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდა და ეკიდება ამ თემას. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის და ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობის ფარგლებში. ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას ვერავინ, ვერც ერთ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ანრო ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების -„ნაციონალურ მოძრაობის“ და მის სატელიტების გააქტიურება და მათ მიერ საკითხის პოლიტიზირება კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვებს, რომ რაღაც ძალიან დიდი გაქვთ დაშავებული. „ეს ადამიანები ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ თითქოს კონკრეტულ ბრალდებულებს ეფარებიან და სინამდვილეში, მათი ასეთი აჟიტირებით ჩნდება განცდა, რომ ისინი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეფარებიან და ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ და საზოგადოებაში აჩენენ საფუძვლიან ეჭვებს, რომ ასეთი აჟიტირებით და პოლიტიზირებით, ამ სახელმწიფოებრივი თემით, მათ რაღაც თავისი ვიწრო პარტიულის გადაფარვა სურთ და ამიტომ არიან თავდაცვის მდგომარეობაში“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად