ანრი ოხანაშვილი და გიორგი კახიანი ICOIC-ის პრეზიდენტს და კომისიის წევრებს შეხვდნენ 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ანრიოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზეზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის (ICOIC) პრეზიდენტს და კომისიის წევრებს შეხვდნენ. 

ანრი ოხანაშვილმა და გიორგი კახიანმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ საპარლამენტოკონტროლის განხორციელებისა და  პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ურთიერთობის შესახებ, ასევეკანონშემოქმედებითი და საკომიტეტო საქმიანობის თაობაზე.

„მათთვის საინტერესო იყო მოგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ  ახორციელებს პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას.დელეგაციის წევრები, ასევე, დაინტერესდნენ როგორ ხდება პარლამენტის საკონსტიტუციო სასამართლოსთან და იმ ორგანოებთანთანამშრომლობა, რომელთა ხელმძღვანელებსაც  საქართველოს პარლამენტი ირჩევს.

შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე, მთავრობისთვის ნდობისგამოცხადების საკითხზე და საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობაზე“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრიოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...