ანრი ოხანაშვილი: 31 ოქტომბერს საზოგადოება გამოუტანს განაჩენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არადემოკრატიული და სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებისთვის

„საზოგადოება გამოუტანს განაჩენს 31 ოქტომბერს, პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი არადემოკრატიული და სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებისთვის. ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება ჩენი სახელმწიფოსთვის ამ ჯგუფებზე“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმ ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც არის არადემოკრატიული და სახელმწიფოს საწინააღმდეგო, საზოგადოებამ მსჯელობა უნდა დაიწყოს და შესაბამისად შეაფასოს.

„ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი თუ მოძრაობა, რომელიც არაკონსტიტუციურ და სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებას ეწევა არსებობს ამის სამართლებრივი გზა და ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს. თუკი არსებობს ჯგუფი, რომელიც არის არადემოკრატიული, სახელმწიფოს საწინააღმდეგო და ა. შ. რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია, რომ დაიწყოს მათთან მიმართებაში შესაბამისი მსჯელობები. პირველ რიგში საზოგადოებაში საზოგადოებამ უნდა შეაფასოს და დაიწყოს მსჯელობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად