ანრი ოხანაშვილი: 2003 წლის გათამაშება უნდოდათ- დიდი ხანია ჩვენი საზოგადოებისთვის რევოლუციური სცენარი წარსულს ჩაბარდა

“ქართული ოცნების” წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “ნაციონაური მოძრაობა” წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებს, თუმცა საზოგადოებისთვის რევოლუციური სცენარი უკვე წარსულს ჩაბარდა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მათ 2003 წლის გათამაშება უნდოდათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ, ვინაიდან მმართველ გუნდს ზურგს უმაგრებს ერთი მხრივ, ჩვენი ამომრჩეველი და მეორე მხრივ, დასავლელი პარტნიორები.

„ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ჩვენ ყველამ კარგად ვიციდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარი წინასწარ იყო გაწერილი და ეს გადიოდა რევოლუციაზე. ჩვენ ხომ არჩევნებამდე ვაცხადებდით, რომ ეს დესტრუქციული ჯგუფები წინასწარ დადგმული სცენარით ემზადებოდნენ, არა მხოლოდ არჩევნების დღისთვის, არამედ უმეტესწილად არჩევნების შემდგომი სცენარებისთვის. ამიტომ ატეხეს ყიჟინა, რომ თითქოს ცესკო-მ არჩევნების შედეგები გვიან გამოაცხადა. მათ 2003 წლის გათამაშება უნდოდათ. ეს არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ, ვინაიდან ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ერთი მხრივ, ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც კარგად აანალიზებს, რაც ხდება მეორე მხრივ, ზურგს გვიმაგრებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამის დასტური იყო პომპეოს ვიზიტი და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები. ამის დასტურია ის განცხადებები, რომელიც ეუთო-ს, სადამკვირვებლო მისიების და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხრიდან გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნები ლეგიტიმურია. ამიტომ ყველა უნდა მოემზადოს ერთი მხრივ მეორე, ტურისთვის და მეორე მხრივ, პარლამენტში შესვლისთვის, რათა იქ პოლიტიკური პაექრობა მოხდეს.

დიდი ხანია ჩვენი საზოგადოებისთვის რევოლუციური სცენარი წარსულს ჩაბარდა. ამიტომ საზოგადოებას ნუ დაღლიან ისედაც ამ ვითარებაში, როდესაც ყველასთვის უმთავრესია სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად