ანრი ოხანაშილი სერგი კაპანაძეს: საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი

“თქვენს ადგილზე მომერიდებოდა და კომენტარს არ გავაკეთებდი თქვენი პოლიტიკური ძალის სახელით საარჩევნო კოდექსზე ან საკონსტიტუციო ცვლილებებზე. გვახსოვს, როგორი გულანთებულები ითხოვდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ისიც ნახა საზოგადოებამ, როგორ დაუჭირეთ მხარი – საერთოდ არ მოხვედით,  რომან გოცირიძე დადოდა და ელოდებოდა, იქნებ რამე მოხდესო, რომ მერე ყიჟინა დაეცა და ალბათ, კიდევ რაღაც გეგმა ჰქონდა. იცით, ახლა რის განხილვას გვთავაზობენ დაჩქარებული წესით?  საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას, რაც პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე იყო მიღწეული”.

ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს პარლამენტის ბიუროს დღეევანდელ  სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხზე მსჯელობისას.

ანრი ოხანაშვილი არ დაეთანხმა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ.

„ძალიან გთხოვთ, როდესაც კომენტარს აკეთებთ და მითუმეტეს, როცა რამეს გვიწუნებთ, თქვენი დასაწუნი ნამდვილად არ გვაქვს არც კონსტიტუციაში ცვლილებები და არც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას, რაც პოლიტიკური კონსენსუნსის საფუძველზე იყო მიღწეული, მათ შორის ეუთო /ოდირის რეკომენდაციები, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყო მხარდაჭერილი. მე მომერიდებოდა თქვენს ნაცვლად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად