ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საფრანგეთში დასრულდა ანრი დეგლანის სახელობის გრან პრი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის.

შეჯიბრებაზე წარმატები იასპარეზეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა. მათ 9 წონით კატეგორიაში მოიპოვეს მედლები, ხოლო ერთ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ფინალური შეხვედრა დათმეს.

ანრი დეგლანის გრან პრის ოქროს მედალოსნები გახდნენ:

61 კგ – ბექა ლომთაძე;
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი;
79 კგ – ნიკა კენჭაძე;
125 კგ – გენო პეტრიაშვილი.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

74 კგ წონაში დავით ტლაშაძემ და 97 კგ წონაში გივი მაჭარაშვილმა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები არიან:

57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი;
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი;
92 კგ  – ირაკლი მწითური

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 200 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მათ 20 ქულით გაუსწრეს აშშ-ის ნაკრებს. მესამე ადგილზე 135 ქულით აზერბაიჯანის ნაკრები გავიდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად