საფრანგეთში დასასრულს უახლოვდება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი საფრანგეთის ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე.
79 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ნიკა კენჭაძე ფრანგ საიფედინ ალეკმას შეხვდა.
ნიკა კენჭაძემ არასრული ერთი წუთის განმავლობაში 11 ქულა აართვა მასპინძელს, აშკარა უპირატესობით დაამარცხა იგი და საფრანგეთის ანრი დეგლანის სახელობის გრან პტრის ოქროს მედალოსანი გახდა