საფრანგეთში დასასრულს უახლოვდება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი საფრანგეთის ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე.
125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ პოლონელი რობერტ ბარანი და გენო პეტრიაშვილი.
გენო პეტრიაშვილმა მეტოქე ქულებით, 7:2 (5:0) დაამარცხა და საფრანგეთის ანრი დეგლანის გრან პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.