ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე დავით ტლაშაძე და გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ

დასრულდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი საფრანგეთის ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე.

74 კგ წონით კატეგორიაში ტრავმის გამო ფინალურ შეხვედრაში ამერიკელ კაილ დეიკთან საჭიდაოდ ვერ გავიდა დავით ტლაშაძე. იგი გრან პრის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

97 კგ წონით კატეგორიაში ამერიკელ კაილ შნაიდერთან ორთაბრძოლაში 3:14 დამარცხდა გივი მაჭარაშვილი. მას ვერცხლის მედალი გადაეცა.

65 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საფრანგეთის ანრი დეგლანდის გრან პრიზე 4 ოქროს (ბექა ლომთაძე, ზურაბ იაკობიშვილი, ნიკა კენჭაძე, გენო პეტრიაშვილი), 2 ვერცხლის (დავით ტლაშაძე, გივი მაჭარაშვილი) და სამი ბრინჯაოს მედალი (ბექა ბუჯიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ირაკლი მწითური) მოიპოვეს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად