საფრანგეთში დასასრულს უახლოვდება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი საფრანგეთის ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე.
61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ბელგიელი აიუბ მუსაევი 6:1 (2:1) დამარცხა და საფრანგეთის ანრი დეგლანის სახელობის გრან პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა ამერიკელი ვიტო ორუჯევი 15:13 (9:7) დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.