ანრი დეგლანის გრან პრიზე ერთს ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად, 3 კი აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას

ნიცაში დასასრულს უახლოვდება ფინალური შეხვედრები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საფრანგეთის ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე

დასრულდა შეჯიბრება 57 კგ წონით კატეგორიაში, სადაც სხვა ექვს სპორტსმენთან ერთად საქართველოდან ნუგზარ წურწუმია მონაწილეობდა.
 
ნუგზარ წურწუმიამ საწყისი შეხვედრა პორტუგალიელ ანდრე სილვას მოუგო, შემდეგ ეკრემ ოზთურქი დაამარცხა 5:0, აშკარა უპირატესობით სძლია ბრაზილიელ მარატ გარიპოვს – 11:0, ნახევარფინალური შეხვედრა აშკარა უპირატესობით დათმო თურქ სერიფ კილიჩთან – 4:11, ბოლოს კი, ისევ ეკრემ ოზთურქთან (ამ წონაში სულ 7 სპორტსმენი იბრძოდა პირველობისთვის), ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო აშკარა უპირატესობით წააგო – 0:8
 
77 კგ წონით კატეგორიაში (11 მონაწილე) ბექა მამუკაშვილმა პირველი შეხვედრა ევროპის 2020 წლის ჩემპიონ აზერბაიჯანელ სანან სულეიმანოვთან წააგო, შემდეგ პოლონელ მაქსიმ ზახარჩუკს 11:0 (3:0) სძლია, ნიდერლანდელ მარცელ შტერკენბურგს 4:0 მოუგო.
 
87 კგ წონაში 9 მონაწილეს შორის იყო გურამ ხეცურიანი, რომელმაც პირველი შეხვედრა ევროპის 2020 წლის ბრინჯაოს პრიზიორ აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან წააგო, შემდეგ მოუგო პოლონელ შიმონ შიმონოვიჩს 2:1(2:0) და ფრანგ საბა ჯავახიშვილს – 3:1.
 

97 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობაში 8 სპორტსმენი ჩაება. გიორგი მელიამ პირველ შეხვედრა ამერიკელ დანიელ მილერს მოუგო, შემდეგ პოლონელ ჟერარდ კურნიჩაკი დაამარცხა აშკარა უპირატესობით 9:0, ავსტრიელ დანიელ გესტლს 2:1(1:0) მოუგო, ნახევარფინალში ავსტრიელ მარკუს რეჯინგერს 4:1 სძლია და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

სულ 3 სპორტსმენი იბრძოდა პირველობისთვის 130 კგ წონით კატეგორიაში. სულხან ბუიძემ ჩილელ იასმანი აკოსტასთან აშკარა უპირატესობით წააგო – 0:8, აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათისთან კი ქულებით – 2:3 და ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...