ანკარაში თურქეთის, რუსეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში შეხვედრა გამართეს, თუმცა ჩუმად იყვნენ. შეხვედრის ამსახველ ვიდეოს თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სააგენტო “ინტერფაქსის” თანახმად, ლიდერებს შორის საუბარი დახურულ კარს მიღმა შედგა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ქვეყნების დელეგაციების წევრებს შეუძლიათ პრეზიდენტებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს შეუერთდნენ.

ცნობილია, რომ თურქეთის დედაქალაქში რუსეთს, ვლადიმერ პუტინის გარდა, წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი, ასევე  სირიის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლავრენტიევი.

მოგვიანებით, სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე ქალაქში სამმხრივი სამიტი გაიმართება: პუტინთან და ერდოღთან ერთად სამიტში მონაწილეობას ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად