ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი NTV ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეტინ კოჯას განცხადებით, კატასტროფის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.

“სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 84 ადამიანი დაშავდა. ექიმები დახმარებას 34ადამიანს უწევენ, ორი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია”,-განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, თურქეთში, მაღალსიჩქარიანი სამგზავრო მატარებელი, რომელიც ანკარიდან ქალაქ კონიის მიმართულებით მოძრაობდა, რელსებიდან გადავიდა. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მაღალსიჩქარიანი მატარებელი  ესტაკადას შეეჯახა. უბედური შემთხვევა მოძრაობის დაწყებიდან ოთხი წუთის შემდეგ მოხდა, როდესაც მან 80-90 კმ / სთ სიჩქარე განავითარა.

შემთხვევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამსახურები და ექიმები მუშაობას განაგრძობენ.

შემთხვევის შედეგად ქართველები არ დაშავებულან. როგორც “აიპრესს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით საელჩოში საქართველოს მოქალაქეების  შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად