ანკარამ კაიროში სააგენტო Anadolu- ს ჟურნალისტების დაკავება გააპროტესტა

კაიროში, სააგენტო Anadolu- ს რამდენიმე ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეგვიპტის საკითხებში დროებითი წარმომადგენელი დაიბარეს.

Anadolu- ს წყაროების თანახმად, ანკარამ ეგვიპტელ დიპლომატთან თურქული მედიის წარმომადგენლების დაკავების საკითხთან დაკავშირებით, მკაცრი პოზიცია გამოხატა.

როგორც სააგენტო იხსენებს, 2013 წლიდან, თურქეთსა და ეგვიპტეს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დროებითი წარმომადგენლების დონეზეა და არა ელჩების.

წინა ღამით, ეგვიპტის პოლიციამ კაიროში მდებარე სააგენტო Anadolu-ს ოფისში ოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცავებმა სააგენტოს ოთხი თანამშრომელი დააკავეს, მათ შორის თურქეთის ერთი მოქალაქე. დაკავების მოტივი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად