ანკარამ ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი საფრანგეთის 11 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა

ანკარამ საფრანგეთის 11 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, რომლებსაც ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 11 ნოემბრიდან ანკარამ ქვეყნიდან  59 უცხოელი გააძევა, მათ შორის 26 პირი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში.

მანამდე, თურქეთმა განაცხადა, რომ მზად არის სამშობლოში ის მებრძოლები დააბრუნოს, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან შუა აღმოსავლეთში ჩავიდნენ, რათა ტერორისტული დაჯგუფების წევრები გამხდარიყვნენ.

11 ნოემბერს, ანკარამ თურქეთის უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავებული უცხოელების დეპორტაციის პროცესი დაიწყო, რომელთაც ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში ადანაშაულებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი სულეიმან სოილუმ ნოემბერში განაცხადა, რომ თურქეთი “ისლამურ სახელმიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი უცხოელების დეპორტაციას დაიწყებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად