ანკარა ლიბიაში ჯარების განლაგებას დაიწყებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ლიბიაში ჯარების განლაგებას დაიწყებს,-ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

“გავაგრძელებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალების გამოყენებას (ლიბიაში არსებული ვითარების დარეგულირებისთვის-“აიპრესი”)”, – ციტირებს ადგილობრივი მედია თურქეთის პრეზიდენტის სიტყვებს.

გარდა ამისა, ერდოღანმა 2019 წელს ანკარასა და ტრიპოლს შორის ზღვის ზონების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება ახსენა.

”დღეიდან, აღარ იქნება კანონიერი ლიბიისა და თურქეთის სანაპიროებზე მათი ნებართვის გარეშე ნავთობის ძებნა ან მილსადენის აშენება,” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

2020 წლის იანვრის დასაწყისში თურქეთის პარლამენტმა ქვეყნის ჯარის ლიბიაში გაგზავნას მხარი დაუჭირა. ამრიგად, თურქეთის მთავრობამ ტრიპოლისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ნებართვა მიიღო.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად