ანკარა აცხადებს, რომ თურქეთის ჯარებმა იდლიბში 55 სირიელი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანკარამ, იდლიბის დეესკალაციის ზონაში, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, 55 სირიელი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინა.

„განადგურებულია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის ჯარების 55 ელემენტი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ასადის რეჟიმი იდლიბში, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, დეესკალაციის ზონაში დაღუპული თურქი სამხედროების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ერდოღანმა აგრეთვე განაცხადა, რომ ანკარა იქ მიიტანს იერიშებს, სადაც შეძლებს იმ შემთხვევაში, თუკი კიდევ ერთი თურქი სამხედრო მაინც დაშავდება.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ თურქ სამხედროებს აგზავნიან სირიის ჩრდილოეთით იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული საბრძოლო მოქმედებები იდლიბში, რომ უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოება ქვეყნის საზღვარზე. თუმცა, როგორც სირიის მხარე აცხადებს, თურქეთი იდლიბში და ალეპოში თავის ჯარებს იმისათვის გზავნის სინამდვილეში, რომ დარტყმები მიიტანოს ადგილობრივი მაცხოვრებლების რაიონებზე და ტერორისტებს ტერიტორიების გაკონტროლებაში დაეხმაროს.

დამასკო კი თურქეთს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ანკარას თავდასხმებს აუცილებლად პასუხს გასცემს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად