ანჯელინა ჯოლიმ უინსტონ ჩერჩილის ნახატი აუქცინზე რეკორდულ 8,2 მილიონ ფუნტად გაყიდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მიერ შესრულებული ნახატი “კუტუბიას მეჩეთის კოშკი” (Tower of the Koutoubia Mosque) 8,2 მილიონ ფუნტ სტერლინგად (11,6 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა. ამის შესახებ ნათქვამია კრისტის აუქციონის განცხადებაში, რომელმაც ორშაბათს ლონდონში გამართა თანამედროვე ბრიტანული ხელოვნების აუქციონი.

სამუშაოს წინასწარი შეფასება 1,5-დან 2,5 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე იყო (2,1-დან 3,5 მილიონ აშშ დოლარამდე), ხოლო უცნობი კოლექციონერის მიერ გადახდილი თანხა რეკორდული იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნახატისთვის.

ნახატი აუქციონზე გაიტანა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ. თუ რატომ გადაწყვიტა მან ტილოს გაყიდვა, ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...