ანიტას ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა შედარებით აღდგენილია-მშობლები უფრო შემართებით არიან

გრძელდება დიალიზი და სისხლში ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა”-2 წლის ანიტა ფაცაციას ოჯახის ახლობელი, მარიკა ხუციშვილი გოგონას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

“ანიტა ინარჩუნებს სტაბილურობას. ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა შედარებით აღდგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა ღვიძლის ფუნქციონირების გამოსასწორებლად.

გრძელდება დიალიზი და სისხლში ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.

რაც მთავარია ანიტა კონტაქტურია, ჩურჩულით ელაპარაკება ოჯახის წევრებს, აქტიურად ამოძრავებს კიდურებს და გმირულად ელოდება როდის გათავისუფლდება მართვით სუნთქვის აპარატისგან.

უფრო შემართებით არიან ანიტას მშობლებიც!

ყოველდღიურად თქვენი სიყვარული, ძალებით ავსებს ანიტას ოჯახს, თითოეული თქვენგანის ჩართულობა უზომოდ დასაფასებელია!

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!
#ანიტას ❤️სთვის”-წერს მარიკა ხუციშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად