ანიტას ოჯახის წევრების მიმართვა საინფორმაციო სააგენტოებს და ჟურნალისტებს!

ინფორმაციას ანიტასთვის შექმნილი ჯგუფის ადმინი ავრცელებს

❗️ #მნიშვნელოვანი

მოგესალმებით, ანიტას გულშემატკივრებო!

👇🏻 გვინდა ამ განცხადებაში გარკვეულ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება და ყველას გთხოვთ წაიკითხოთ და გაავრცელოთ:

📢 მივმართავთ საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს და ყველა ჟურნალისტს – მოერიდეთ დეზინფორმაციის გავრცელებასა და მწვავე სათაურებით რეიტინგების აწევას! სააგენტოებს, რომლებიც სათაურად წერთ „მთელი საქართველო ტირის სამწუხაროდ ანიტა…“ ან „ივანიშვილმა დახმარებაზე უარი თქვა…“ და სხვა მსგავსი კონტენტის სათაურებს, მოგიწოდებთ წაშალოთ სტატიები, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ შესაბამის ორგანოებს.

🔶 ანიტას გულშემატკივრებს გპასუხობთ კითხვაზე „სად გავიგოთ სიმართე?“- ყოველ საღამოს ამ ჯგუფში ვწერთ დღის შემაჯამებელ განცხადებას, ჯგუფის ადმინები რომლებიც ვართ ანიტას ოჯახის წევრები. სხვა ინფორმაციაზე პასუხს ვერ ვაგებთ, რადგან ანიტას ამბავმა იმ მასშტაბებს მიაღწია როდესაც რთულია ინფორმაციის გავრცელების კონტროლი.

🔶 გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია ახლობლებში, ნათესავებში, მეზობლებსა და თანამშრომლებში – ვისაც ანიტას ამბავი აინტერესებს უმჯობესია ჯგუფში გაწევრიანდეს ან ჯგუფის წევრებისმიერ გაზიარებული ჩვენი სტატუსებიდან გაიგოს.

🔶 შევეხები ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების შესახებ, რადგან ბევრი ცდილობთ მათთან დაკავშირებას, ასევე გვირჩევთ მივწეროთ/დავურეკოთ ამათუ იმ ორგანოებს. ამ ეტაპზე ყველა შესაძლო სტრუქტურა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე მერია, პრემიერ მინისტრის აპარატი და ამ უწყებების პირველი პირები ჩართულები არიან ანიტას გარშემო შექმნილ ვითარებაში, გვეხმარებიან და აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან.

🔶 აქვე დავამატებთ ინფორმაციას ქვეყნების შესახებ, ბევრი გვწერთ რატომ იტალია ან რომელიმე სხვა ქვეყანა, რატომ ვამბობთ უარს ავსტრიაზე და ა.შ. ჩვენს წინა განცხადებებში ნახავთ, რომ ჩვენ ფაქტობრივად შეზღუდული გვაქვს არჩევანი, რადგან:

• ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ანიტასთვის გულის ტრანსპლანტაციაზე რადგან მათი კანონმდებლობის მიხედვით არ აქვთ უფლება ორგანოს გაცემაზე, თუ პაციენტი არის უცხო ქვეყნის მოაქალაქე და არ უცხოვრია 1 წელზე მეტი იმ კონკრეტულ ქვეყანაში. ასეთი ქვეყნებია: ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ფინეთი, ინგლისი, ისრაელი, თურქეთი, ბელგია, რუსეთი.

• რაც შეეხება ინდოეთს, ირანსა და აშშ-ს, ამ ქვეყნებს განვიხილავთ ბოლო ვარიანტებად, რადგან გადაფრენა ძალიან ხანგრძლივია და ანიტასთვის უდიდეს რისკს წარმოადგენს, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ რისკზე წასვლას და ანიტას ინდოეთში გადაყვანას. (ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ)

• რაც შეეხება ბელორუსს, მინსკის კლინიკიდან მოგვწერეს, რომ 10 წლამდე ბავშვებს არ უტარებენ ამ ოპერაციას. თუმცა ამ საკითხზე კიდევ მიდის მსჯელობა.

• ამ ეტაპზე ძირითად იმედს ვამყარებთ იტალიაზე, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

🔶 რაც შეეხება აპარატს, რომელიც ხელოვნური გულის ფუნქციას ასრულებს, მისი ჩაყენება, იურიდიულად ავალდებულებს ექიმს/ქვეყანას ბავშვი ტრანსპლანტაციის რიგში ჩააყენოს, ამიტომ აპარატი უნდა ჩადგეს იმ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელი იქნება გულის გადანერგვა.

🔶 რამოდენიმე სიტყვით დავწერ ქართველ ექიმებზეც, რადგან ბევრი გვწერს დავუკავშირდეთ რომელიმე კონკრეტულ ექიმს, ბევრი კი პირიქით ცუდად ეხმაურება ქართველი ექიმების კომპატენციას. ამიტომ გეტყვით, რომ საქართველოში ანიტა გასინჯული ყავს თორნიკე სოლოღაშვილს რომელიც იყო ჩამოსული ოქტომბერში, ასევე „ჯოენში“ მოღვაწე ვახო ხელაშვილს და „ჯერარსის“ ბავშვთა კარდიოქირურგ დავით ბერიშვილს, რომელთანაც დღემდე გავდივართ კონსულტაციებს და აქტიურად ჩართულია ანიტას ამბავში. პირველ რიგში მადლობა მათ სწორად დასმული დიაგნოზისათვის, გულისხმიერებისა და ჩართულობისთვის.

🔶 სამწუხაროდ ვერ გპასუხობთ ყველა კომენტარსა და პირად შეტყობინებებზე რადგან ძალიან ბევრი გვწერთ. ასევე ჩვენთვის რთულია ყოველ წამს ინფორმაციის გავრცელება რის გამოც გვიან საღამოს ვწერთ დღის შემაჯამებელ პოსტს. თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს 23:00 საათიდან.

🙏🏻 კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაეცნოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია #ანიტას ❤ სთვის!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად