“ექიმი ბალაკრიშნანის თქმით უკეთესი მდგომარეობაა”- დიალიზის გადასხმა ანიტამ კარგად გადაიტანა

“ხშირად აღვიძებდნენ გულის მუშაობის შესამოწმებლად და გულის მუშაობით კმაყოფილები იყვნენ. დღეს უკვე ექიმი ბალაკრიშნანის თქმით უკეთესი მდგომარეობაა.”,-ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ჯგუფ “ანიტასთვის” ერთ-ერთი ადმინი წერს.

” შეგახსენებთ, რომ როცა პირველად ანიტას მდგომარეობა დამძიმდა – ექიმები მისი გადარჩენის შანსს 0%- ით აფასებდნენ. მაგრამ, მოხდა სასწაული და იმ ექიმის შეუპოვრობის წყალობით, ვინც დაახლოებით 1 სთ-ს განმავლობაში გულის მასაჟს უკეთებდა ჩვენ გოგოს და თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვის შემწეობით – ანიტამ შემდგომში კიდევ ერთ პროცედურას ( ეკმოს დაყენება ) და ოპერაციას ( ფილტვების სისხლისგან და სითხისგან ამოსუფთავება და ეკმოს ჩადგმა ) გაუძლო.

ექიმი ბალაკრიშნანის თქმით, ოპერაცია იყო ურთულესი და მისი დასრულების შემდეგ ანიტას შანსებს აფასებედნენ -50%-50%ზე.

გუშინ მოხდა დიალიზის გადასხმა, რაც ანიტამ კარგად გადაიტანა.

მაჩვენებლები პოსტ-ოპერაციული მდგომარეობისთვის შესაბამის ნორმაში იყო.

ხშირად აღვიძებდნენ გულის მუშაობის შესამოწმებლად და გულის მუშაობით კმაყოფილები იყვნენ.

დღეს უკვე ექიმი ბალაკრიშნანის თქმით უკეთესი მდგომარეობაა.

ჩვენი გოგოც ჩურჩულით ახერხებს:

დედიკოს და მამიკოს შეატყობინოს, რომ ორივე უყვარს ……რომ გაბრაზებულია ექიმებზე….რომ, ბ-ნ არჩილს “შესჩივლოს” და აჩვენოს ფუფუები ხელებზე….რომ მოითხოვოს “მატყუარა” და მოითხოვოს შუქის გათიშვა, რადგან არ სიამოვნებს მის პრინცესულ თვალებს, თან არა მხოლოდ მის საწოლთან, არამედ მთლიან ბლოკში.

დიალიზის გადასხმა გრძელდება და ელოდებიან ბრონქოსკოპიის და სისხლის ანალიზის პასუხებს, სხვა ინფექციის არსებობის გადასამოწმებლად და შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად.

გმადლობთ, თქვენი სიტყვის ძალით და რწმენით ანიტას❤️ისთვის მოფიქრალო ადამიანებო.

მადლობა ვუთხრათ ღმერთს, იმისთვის, რომ გვისმენს და არ გვტოვებს.

და გთხოვთ, გთხოვთ, აუცილებლად განვაგრძოთ ლოცვა. ❤ “-წერს ჯგუფ “ანიტასთვის” ერთ-ერთი წევრი.
( ნათლობის სახელი ანიტა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად