ანიტას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ დგას დიალიზის საჭიროება

ინფორმაციას ამის შესახებ “ანიტასთვის” ჯგუფის ადმინი ავრცელებს.

“66-ე ღამეა ერთად ვართ!

❗️მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა.

🔹 ექიმები ცდილობენ გააუმჯობესონ სისხლის მიმოქცევა, რადგან სისხლი რთულად მიეწოდება კიდურებს და ანიტას ხელები გაუმუქდა.

🔹 გრძელდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია სეფსისის სამკურნალოდ.

🔹 ამ ეტაპზე ისევ დგას დიალიზის საჭიროება.

👧🏻 როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ანიტა რეანიმაციული განყოფილების ყველაზე ცელქი პაციენტია.
🙌🏻 მიუხედავად იმისა, რომ ხელები შეფუთული აქვს, მაინც ახერხებს ზონდის გამოძრობას და ინტუბაციის მილის წვალებას, ამიტომ, რაც დამაძინებლების დოზა შეუმცირეს, ექიმები ხშირად ეძახიან
ანიტას დედიკოს დასახმარებლად.

❣️ ჩვენ იმედით და მოთმინებით ველოდებით ჩვენი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას !

#ანიტას ❤️სთვის”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად